ლეგენდარული კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, Nike აპირებს, რომ ყურადღების ცენტრში კვლავ მისი საფირმო ფეხსაცმელები მოაქციოს. ინფორმაცია კომპანიის პრეზიდენტმა ჯონ დონაჰომ დაადასტურა.
“ეს ზაფხული ზედმეტად ცხელი იქნება, გვსურს კობი ბრაიანტის დღემდე (24 აგვისტო) ერთი დღით ადრე, 23 აგვისტოს მისი ფეხსაცმელები ხელახლა წარვუდგინოთ გულშემატკივრებს და ზოგადად კალათბურთის ბოტასების მოყვარულებს. კობი ბრაიანტის დღეს ლოს-ანჯელესი მისი სათამაშო ნომრების 8-ისა და 24-ის პატივსაცემად 24 აგვისტოს აღნიშნავს.
დონაჰოს მეტი განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა ბრაიანტის ხაზის აღდგენა წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიასა და ბრაიანტის ქვრივ ვანესას შორის არსებულ დაძაბულ დაპირისპირებას შორის. საქმე ისაა, რომ 2021 წელს ვანესა ბრაიანტს არ სურდა გარდაცვლილი მეუღლისა და ქალიშვილის სპეციალური ფეხსაცმელები Nike-ს გასაყიდად გამოეტანა, თუმცა, როგორც ჩანს, მხარეები მოგვარდნენ.
ცნობისთვის 2023 წელს Nike-ის წლიურმა შემოსავალმა 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 16%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი კი გაზრდილი გადასახადებისა და ინვენტარის რაოდენობაა.