მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

62592074d4c72
BM.GE
15.04.22 11:33
2307
22 წლის ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებულების - აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდა.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლემ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჯგუფურობა ნამდვილად იყო და ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მგელიაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები