მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლ ფაშინიანი: მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ნიკოლ ფაშინიანი
BM. GE
10.11.23 21:32
219

მივესალმები ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ რეკომენდაცია გასცა ევროპის საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მინდოდა, ოფიციალურად მიმელოცა ქართველი კოლეგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას ამ გზაზე.

სამწუხაროდ, როგორც ბატონმა პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, ჩვენ გაგვაჩნია მრავალი კონფლიქტი მსოფლიოში და ჩვენი საერთო ამოცანაა, ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ მოგვარებული იქნას ყველა კონფლიქტი. ეს რომ ადვილი ყოფილიყო, ეს მოგვარდებოდა დიდი ხნით ადრე, სამწუხაროდ. ჩვენი მოვალეობაა, რომ მოვაგვაროთ კონფლიქტი და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ წარმატებას მივაღწიოთ ამ გზაზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები