მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში შეზღუდვების კვლავ დაწესებას არ გამორიცხავს

5ed7470d17346
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 11:18
1185
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს, მათ შორის, კომენდანტის საათი დაწესდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების ხელახლა დაწესება ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს გამოიწვევს.

"დღეს ჩვენ შემდეგი არჩევანის წინაშე ვდგავართ – წესები არ არის დაცული და ჩვენ კვლავ ვაწესებთ შეზღუდვებს, მათ შორის კომენდანტის საათს, რაც ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს გამოიწვევს, ან ვთანამშრომლობთ და სიტუაციაზე კონტროლს ვამყარებთ. მიმაჩნია, რომ ამ ორი სცენარის მიუხედავად, კონტროლი უნდა იყოს ყველაზე მკაცრი", – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სიტუაციის შესაცვლელად მხოლოდ 1-3 დღე აქვთ.

3 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 10,009 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 158 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3,427 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები