მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლას მადურო ნიუ-იორკის სასამართლოში გადაიყვანეს

ნიკოლას მადურო

ვენესუელას დაკავებული ლიდერი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი ბრუკლინიდან ნიუ იორკის ფედერალურ სასამართლოში გადაიყვანეს. მათ ბრალად ნარკო-ტერორიზმი, ნარკოტიკული საშუალებების ტრეფიკინგი, ასევე შეთქმულება და მოსყიდვა ედებათ. პროკურორის შეფასებით, მადუროსა და მისი მეუღლესი შტატებში გასამართლება სამართლიანია, რადგან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ტრანსნაციონალური ხასიათის იყო და მიზნად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების განადგურებას ისახავდა მიზნად. მის შეფასებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მადუროს მიერ მართული ნარკო-კარტელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ვენესუელას დაკავებულ ექსპრეზიდენტს სრული ამერიკული სამართლებრივი პროცედურის გავლა მოუწევს, რაც არამარტო წინა-სასამართლო მოსმენებს, არამედ დავის სამივე ინსტანციაში გავლას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მადუროს ადვოკატები აქცენტს ბრალდებულის შტატებში გასამართლებაზე გაამახვილებენ და შეეცდებიან, ექსპრეზიდენტის ვენესუელაში ექსტრადიცია უზრუნველყონ. საქმეს 92 წლის ფედერალური მოსამართლე ალვინ ჰელერსტეინი განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები