მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ სამხარაძე ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

აშშ საქართველო

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის განყოფილების დირექტორს, მარკ ქემერონს შეხვდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო ივლისში დაგეგმილ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი", - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები