მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნიკორამ“ თიბისი კაპიტალისა და Galt & Taggart-ის დახმარებით 35 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

BM.GE
06.12.22 09:45
381
თიბისი კაპიტალის და გალტ&თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, სავალუტო რისკებს თავი აარიდოს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს. ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3-თვიან საპროცენტო განაკვეთს დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB-დონით განისაზღვრა. ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ და თიბისი კაპიტალისთვის - რიგით მე-5, „ნიკორა ჯგუფის“ და გალტ&თაგარტისთვის კი, რიგით მე-2, ჯამში 6 ერთობლივი წარმატებული განთავსებაა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე. ემისიაში ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, განთავსება კი მოკლე დროში დასრულდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები