მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკუ პოპესკუ საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

64a58c15a5c12
ალა ისპირიანი
05.07.23 19:30
917
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად ზომები მიიღოს.

მისი მოსაზრებით, სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური დევნაა.

„გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მიუღებელია ვინმეს პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყოს, რომ სამართლიანობა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა იყოს“, – წერს ნიკუ პოპესკუ „ტვიტერში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები