ქალების მიერ ქალებისათვის შექმნილ სახლში სანებივრო სამოსის ბრენდი „ნინეა“ 2023 წლის ბოლოს ექსპორტზე გავიდა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ „ნინეას“ თანადამფუძნებელმა, ნინო ლეჟავამ ისაუბრა.
„2023 წელი საკმაოდ დატვირთული გვქონდა სიახლეების კუთხით. წინა წელთან შედარებით პროდუქციის წარმოება გავზარდეთ და გაყიდვებიც 40 პროცენტით გაიზარდა. წარმოებას ასევე დაემატა პრემიუმ ხაზის ქსოვილებით შექმნილი ახალი ხაზი და ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა „ნინეას“ პროდუქცია უკვე იყიდება გუანჯოუში, პეკინის ქუჩაზე არსებულ ქართულ შოურუმში და აგრეთვე იტალიის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში,“ - აღნიშნა ნინო ლეჟავამ.
„ნინეა“ თვის განმავლობაში 500 ერთეულ სახლში სანებივრო სამოსს, პიჟამოებს, ხალათებს, პენიუარებს და ა.შ. ამზადებს ქალბატონებისთვის, რომელთა ფასები 70 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ „ნინეა“ სამი მეგობრის მიერ პირადი დანაზოგით შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. „ნინეა“ ამ ეტაპისთვის 20 ადამიანს ასაქმებს.