მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნინეამ“ ბრენდის ლოგო, დიზაინი და სლოგანი დააპატენტა

63c2a4972c4e9
მარიამ დემეტრაშვილი
14.01.23 23:40
1430
სახლის სამოსის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „ნინეამ“ ბრენდის ლოგო, დიზაინი და სლოგანი დააპატენტა. ამის შესახებ „ნინეას“ ერთ-ერთმა დაფმუძნებელმა, ნინო ლეჟავამ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, ახლა „ნინეას“ კონკურენტებისთვის მათი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების აკრძალვის უფლება აქვს.

„ნინეას“ იდენტობა იმდენად ღირებულია ჩვენთვის, რომ გადავწყვიტეთ „ნინეას“ ლოგო, სლოგანი, პრინტი, პატერნი და დიზაინები საქპატენტში დაგვეცვა. ამით „ნინეას“ აქვს უფლება, რომ კონკურენტებს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება აუკრძალოს“, - თქვა ნინო ლეჟავამ.

სახლის სამოსისა და აქსესუარების ბრენდი „ნინეა“ 2017 წელს სამმა მეგობარმა დააფუძნა. თანადამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქციამ მომხმარებელი შექმნისთანავე მიიზიდა. ახლა „ნინეა“ 17-მდე ადამიანს ასაქმებს და ექსპორტზე გასვლას აქტიურად გეგმავს.

„გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, როგორითაც ქართული ბაზარი არ იყო განებივრებული და როგორიც ჩვენ მოგვეწონებოდა. ბიზნესი თავდაპირველად ძალიან მინიმალური ინვესტიციით, ჩვენი პირადი დანაზოგით დავიწყეთ. შემდეგ უკვე მომხმარებლის ინტერესი და მოთხოვნა რომ დავინახეთ, გავაკეთეთ საწარმო. თავიდანვე, როცა საწყისი რაოდენობა შევქმენით და ინტერნეტ სივრცეში განვათავსეთ, ძალიან სწრაფად გაიყიდა. ახლა ჩვენი ვებგვერდ - ninea.ge-ის საშუალებით პროდუქციას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ყიდულობენ“, - თქვა ნინო ლეჟავამ.

„ნინეას“ პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს როგორც ონლაინ, ასევე თარხნიშვილის #21-ში მდებარე მაღაზიაში შეუძლია. ფასები კი 80-დან 750 ლარამდე მერყეობს.

„ვცდილობთ, მოთხოვნას დავეწიოთ და სამომავლოდ წარმოების გაფართოებასაც ვგეგმავთ. ასევე, გვინდა, ექსპორტზე წარმოდგენილი ვიყოთ არა საცალო გაყიდვით, არამედ უფრო მასიურად. ალბათ, უფრო გამოფენებით დავიწყებთ“, - თქვა თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები