თანამედროვე სამყაროში მედიის, ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის გადაკვეთა ქმნის იმ რეალურ ბერკეტს, რომელსაც საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების მოტანა და თემების გაძლიერება შეუძლია. სწორედ ამ მრავალწლიანი საქმიანობისა და მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჟურნალისტს, მედიამენეჯერსა და AI აკადემიის პროგრამების ხელმძღვანელს, ნინო ჩიბჩიურს, ნობელის პრემიის ლაურეატის — ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ქალთა რიგით მეორე კონგრესის ფარგლებში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ნინო ჩიბჩიური რეგიონებში ქალთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის პარალელურად, აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით და იკვლევს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებსა და ყოველდღიურობას. რას ნიშნავს ეს აღიარება, რა როლი აქვს მედიას სამშვიდობო პროცესებში და რა შესაძლებლობებს ხსნის AI რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის?
სტუმარი: ნინო ჩიბჩიური - ჟურნალისტი და მედია მენეჯერი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























