მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო კიკნაძე: შეგვპირდნენ, რომ DRG-ს მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

DRG

ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო კიკნაძე ამბობს, რომ DRG-სთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ სექტორმა დაპირება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მიიღო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კიკნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არის გამოწვევები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთია რეანიმაციის დაფინანსება. მისივე თქმით, გადაწყდა ისიც, რომ კომბინირებული ოპერაციები დაფინანსდება.

დავსვით კითხვები არა მხოლოდ DRG-სთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც სამედიცინო სექტორის წინაშე დგას. ესაა რეანიმაციის დაფინანსების საკითხი, კომბინირებული ოპერაციები და ამაზე გადაწყვეტილება ნაწილობრივ დღევანდელ შეხვედრაზე იყო მიღებული, რომ გადაიხედება და დაფინანსდება კომბინირებული ოპერაციები. ასევე, საკითხი იყო დასმული მარეგულირებლის როლზე, ვისაუბრეთ უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე. შეგვპირდნენ, რომ DRG-ს მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, გადაიხედება კოდები. ვფიქრობთ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება“,- თქვა ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა.

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემა გულისხმობს, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

DRG სისტემის დანერგვამ რიგი სამედიცინო დაწესებულებების და ექიმების პროტესტი, მისი შემოღების პირველივე ეტაპზე გამოიწვია.

ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, სფეროს წარმომადგენლებმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, რომელსაც მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს, სწორედ DRG მოდელის გადახედვა დაასახელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები