მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ლომჯარია „ოცნების“ დეპუტატებს: “აწი, გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში”

ლომჯარია

„აწი, გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში“, - ასე მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

„ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა“, - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები, სადაც პარლამენტის შესასვლელები მდებარეობს, მთლიანად აქვს დაკავებული შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს.

როგორც „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის უკანა შესასვლელის პერიმეტრიდან.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, აქციაზე 20-მდე ადამიანი დააკავეს, მაგრამ ეს ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ დაუდასტურებია.

09:00 საათზე ჩანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები