რუსული კანონის ამოქმედებას და მის შედეგებს, ვიგრძნობთ, როგორც რეპრესიულ მექანიზმს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“, დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული კანონის ამოქმედებას და მის უარყოფით შედეგებს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება არ იგრძნობს, ის ყველაზე მეტად საჯარო სამსახურზე გავრცელდება.
„ჩვენ ვიგრძნობთ მას როგორც რეპრესიულ მექანიზმს, ვგულისხმობ პირდაპირ დევნას, შევიწროებას, დაჯარიმებას, დისკრედიტაციას და ა.შ. ბევრი სექტორი იგრძნობს მის მავნე შედეგებს, მაგალითად, თავდაცვა, განათლების სექტორი, სოფლის მეურნეობის სექტორი და ყველაზე მეტად ალბათ, ამ ეტაპზე იგრძნობს საჯარო სამსახური, რადგან თითქმის ყველა ინოვაციური პროექტი, რაც უკავშირდება საჯარო სამსახურში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, თანამედროვე მონაცემთა ბაზების დამუშავებას , საერთაშორისო გამოცდილების გადმოღებას და ა.შ ასეთი ინიციატივები საჯარო სამსახურში იდგა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერებზე და ეს პროექტები შეჩერდება", - განაცხადა მან.
ნინო ლომჯარიამ ასევე კომენტარი გააკეთა, მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს: "ეს არ არის ინფორმაცია იმისათვის რომ გამჭვირვალობა იყოს. ეს არის ინფორმაცია იმისთვის რომ ადამიანები დათრგუნო და სრული კონტროლი მოახდინონ. ასევე, არასაჭირო, პერსონალურ ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა,“ - თქვა მან.