მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანი აშშ-ის სანქციებზე მორიგ კომენტარს აკეთებს

ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით, რაც სანქციებს ეხება, ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე. ამის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

"სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია.

თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე “პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა...

მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები