მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო წილოსანი: საქართველოს განვითარებისთვის მშვიდობა სჭირდება

649f312b7b803
თელარა გელანტია
30.06.23 23:45
710
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის, პირველ რიგში, მშვიდობა სჭირდება.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას - „რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის“.

„ამ კითხვაზე ზოგადი და უნიკალური პასუხია ის, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა - როგორც საგარეო, ისე საშინაო რისკებისგან თავისუფალი გარემო. ინვესტიციებზე როდესაც აკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს, ეს პირდაპირ კორელაციაშია ნებისმიერ შიდა არეულობასთან, მიტინგებთან, საპროტესტო გამოსვლებთან, მთავრობის ჩამოგდების ან რევოლუციების საშიშროებასთან... რუსეთის ომი უკრაინასთან, რეგიონი, რომელიც ფეთქებადია, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას განვითარებაზე, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად, აუცილებლად რაც გვჭირდება, არის მშვიდობა.

განვითარებისთვის ასევე გვჭირდება განათლება, რომელიც ჩემთვის უსაყვარლესი თემაა. ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ადამიანები. ზოგადად, ამ ეტაპზე ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ უფრო დილეტანტურად, მონდომების დონეზე, ენთუზიაზმით და ის სიღრმე და კომპეტენცია, რომელიც განათლებამ უნდა მოგვცეს, ნაკლებია“, - თქვა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში ნინო წილოსანმა ასევე ისაუბრა აგრარულ სფეროში პროფესიების მეტი პოპულარიზაციის საჭიროებაზე. დეპუტატი ფიქრობს, რომ საჭიროა მეტი მიზნობრივი პროგრამის განხორციელება.

„აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით, დეფიციტური პროფესიების შესახებ თემატური მოკვლევა ჩავატარეთ. გასაოცარია - მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს ამ პროფესიებს, მაინც ყველაზე ნაკლებია მოთხოვნა ამ პროფესიების მიმართულებით... გაცილებით კარგი პოლიტიკა უნდა გვქონდეს ამ პროფესიების პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები