მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ზამბახიძე G100-ის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა

ნინო ზამბახიძე

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე G100-ის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

"აგრიტექის, სოფლის მეურნეობისა და აგროტურიზმის გლობალური თავმჯდომარის როლში სამწლიანი საქმიანობის შემდეგ, უდიდესი სიამაყითა და მადლიერებით ვიღებ G 100 პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსს. ჩემთვის ძალიან საამაყო და უდიდესი პატივია განვაგრძო წვლილის შეტანა იმ ინიციატივებში, რომლებიც აყალიბებს როგორც სოფლის მეურნეობის მომავალს ასევე ქალის როლის გაძლიერებას გლობალურად", - წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ ნინო ზამბახიძე აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მსოფლიო ქალთა ეკონომიკური ფორუმის მიერ დაფუძნებული G100-ის თავმჯდომარედ ჯერ კიდევ 2021 წელს აირჩიეს. რაც შეეხება, G100-სს, იგი მსოფლიო მასშტაბით, 100 ლიდერი ქალის გავლენიანი კლუბია, რომელთაც მომავლის ხედვა აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები