მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nissan-ი და Honda ამერიკაში ავტოწარმოების ერთობლივად დაწყებას განიხილავენ

Honda & Nissan

იაპონური ავტოინდუსტრიის გიგანტები, Nissan Motor-ი და Honda Motor-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოწარმოების ერთად დაწყებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან ესპინოსამ გააჟღერა.

კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ იდეა ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და კონკრეტულ პროექტზე პოზიციები შეჯერებული ჯერ არ არის.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იაპონური კომპანიები ავტოინდუსტრიაში საერთო ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ. წლის დასაწყისში Honda-მ და Nissan-მა გაერთიანება დააანონსეს, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ერთობლივი კომპანიის შექმნაც ვერ მოხერხდა. ფაქტი, რომ მხარეები წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად მაინც განიხილავენ საერთო საქმის დაწყებას, ანალიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე გაჩენილ კონკურენციასთან გამკლავების ერთადერთ რეალურ გზად ძალების გაერთიანებას მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები