იაპონური ავტომწარმოებელი Nissan-ი სათავო ოფისს ყიდის. შენობათა კომპლექსი იოკოჰამაში მდებარეობს და შესყიდვის ღირებულება ¥97 მილიარდი იენი ანუ $630 მილიონი დოლარია.
რაც შეეხება ახალ მფლობელს, შეთანხმება უკვე მიღწეულია - აქტივს ჰონკონგური Minth Group-ი და KKR-ი ყიდულობს.
გარიგების მიხედვით, Nissan-ი აღნიშნული ოფისის გამოყენებას დროებით გააგრძელებს.
გაყიდვის გადაწყვეტილება კომპანიის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც მისი ახლად დანიშნული CEO ივან ესპინოზა ატარებს. შეგახსენებთ, რომ იაპონური ავტომწარმოებელი წლებია, რაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.
Nissan-ში უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად შემოსავლების ერთჯერად ზრდასა და ხარჯების შემცირებას მოელიან. ისინი იმედოვნებენ, რომ აღნიშნული თანხა ციფრული ტრანსფორმაციისა და ხარჯთეფექტიანი სისტემების დანერგვის ინიციატივებს მოხმარდება. ყოველივე ეს მიზნად ისახავს კომპანიის ფინანსურ გაჯანსაღებას.




























