მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის მერი: რეალურ საკლასო ოთახებში სწავლა შემოდგომიდან აღდგება

60aba39be0bb7
ნათია თაქთაქიშვილი
24.05.21 22:40
590
ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს განცხადებით, აშშ-ში პირისპირ სწავლა შემოდგომიდან აღდგება. მისივე თქმით, პოზიტიურ მოლოდინებს ვაქცინაციის ტემპის ზრდა და სიკვდილიანობის შემცირება იძლევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„აღდგენის პროცესი ნიუ-იორკში განსაცვიფრებელი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა სრული აღდგენა წარმოუდგენელია თუ ბავშვები სრულად არ დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში. მშობლებს, ვისაც კითხვა ექნებათ გაუშვან თუ არა ბავშვი სკოლაში სექტემბრიდან, მინდა ვუთხრა, რომ ისინი წინასწარ შეძლებენ დარწმუნდნენ რამდენად სუფთა და დაცულ გარემოში მოუწევთ მათ შვილებს სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა ბილ დე ბლასიომ.

ნიი-იორკის მერის განცხადებით, სავარაუდოდ, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საშემოდგომოდ გაიდლაინებს განაახლებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეგულაციებითაც შეუძლიათ სკოლებს ოპერირების განახლება.

„ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია კოვიდის დამარცხება და დაახლოებით ოთხ თვეში სკოლებიც გაიხსნება. აბსოლუტურად მჯერა, რომ კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდება, ხოლო ვაქცინაციის ტემპი მოიმატებს", - განაცხადა ბილ დე ბლასიომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები