მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის მერმა AI-ის რეგულირების გეგმა წარმოადგინა

ერიკ ადამსი

ნიუ-იორკ-სიტის მერმა, ერიკ ადამსმა ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგინა, რომელიც, ერთი მხრივ, ტექნოლოგიის რეგულირებას, მეორე მხრივ კი - ყოველდღიურ ცხოვრებაში მის აქტიურად ინტეგრირებას გულისხმობს.

როგორც ერიკ ადამსი ამბობს, ხელოვნურ ინტელექტს სახელმწიფო სერვისებისა და ბიუროკრატიული პროცესების გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ ამასთან, ამ ტექნოლოგიას ახლავს პოტენციური რისკებიც, რომელთაგან ნიუ-იორკმა თავი უნდა დაიცვას. აქვე უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სტრატეგია, რომელიც ნიუ-იორკის ხელისუფლებას წარმოადგინა, ამ ეტაპზე, წესებს და კანონსებს არ ადგენს, არამედ უბრალოდ სამოქმედო გეგმის ხასიათისაა.

ერიკ ადამსმა AI-ის სახელმწიფო სტრუქტურებში გამოყენების ერთ-ერთი მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლება ბიზნესთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ AI-ჩატბოტს შექმნის. თუმცა, როგორც ირკვევა, ნიუ-იორკ-სიტის ხელისუფლების სხვადასხვა დანაყოფები ტიპის ხელოვნურ ინტელექტის ტექნოლოგიით აღჭურვილ 30-მდე ხელსაწყოს იყენებენ, რომელთაც შეუძლიათ, როგორც მოსწავლეებისა და საჯარო სკოლების სისტემის გაუმჯობესება, ასევე ეპიდემიური კანონზომიერებების დანახვა და კრიმინალური ქმედებების ამოცნობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი, რომელიც ნიუ-იორკ-სიტის განვითარებას 2022 წლიდან ხელმძღვანელობს, ტექნოლოგიებში მეტად ჩახედული პოლიტიკოსია. 2021 წლის ნოემბერში, ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ პირველ სამ ხელფასს ბიტკოინში მიიღებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები