საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა.
პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.
“ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ქართველი ნიუ-იორკელების სახლი, რომლებმაც წარუშლელად პოზიტიური გავლენა მოახდინეს ჩვენს ქალაქზე“, - წერია ნიუ-იორკის მერის პროკლამაციაში.