მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპს დაკისრებული $500-მილიონიანი ჯარიმა გაუუქმა

თაღლითობა
BM. GE
22.08.25 21:30
395

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ დონალდ ტრამპისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, თუმცა პრეზიდენტს თაღლითობისთვის დაკისრებული $500 მილიონიანი ჯარიმა გაუუქმა. მოსამართლის განმარტებით, დადებული ჯარიმა გადაჭარბებული იყო და არღვევდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, რომელიც შეუსაბამო ოდენობით დაჯარიმებას კრძალავს.

მოსამართლემ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტრამპმა და მისმა კომპანიამ მოგების მისაღებად ქონების ფასები ხელოვნურად გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციოს განჩინებით, პრეზიდენტსა და მის ორ უფროს ვაჟს ნიუ-იორკში არსებული ბიზნესების მართვა კვლავაც აკრძალული ექნებათ.

ცნობისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება პირველად 2024 წლის თებერვალში გამოცხადდა. მაშინ, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს და $465 მილიონის ჯარიმა დააკისრეს. სააპელაციოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედ პრეზიდენტს ფინანსური ვალდებულებისგან ათავისუფლებს, თუმცა არსებული ვითარება საბოლოო მაინც არ არის. ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსა განაცხადა, რომ საქმე მესამე ინსტანციაში გასაჩივრდება და ქალაქში ბიზნესის მართვის უფლების შეზღუდვასთან ერთად, ტრამპს ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები