ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს $454 მილიონის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ტრამპი დამნაშავედ უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში ცნეს.
CNN-ის ცნობით, სასამართლოს მიერ დადგენილი თანხა მოიცავს 354,9 მილიონი დოლარის ადრე დაკისრებულ ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს.
სასამართლომ ასევე 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზაციის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს.
ჯარიმის საერთო თანხა 464.6 მილიონ დოლარს შეადგენს, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად 114 000 დოლარზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება.
უძრავი ქონების თაღლითობის საქმე 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით გასაჯაროვდა, რომლითაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის ბიზნესი არ ადეკლარირებდა შემოსავალს და არ იხდიდა გადასახადებს. საუბარია Trump Organization-ში თაღლითობის საქმეზე.
დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.




























