მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის შტატმა PepsiCo-ს გარემოს პლასტმასით დაბინძურების გამო უჩივლა

new york

ნიუ-იორკის შტატმა PepsiCo-ს წინააღმდეგ მდინარე ბუფალოს მიმდებარე ტერიტორიის პლასტმასით დაბინძურებისთვის სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა, რომლის თანახმადაც სასმელების მწარმოებელი კომპანია ამ პრობლემის უმსხვილესი იდენტიფიცირებადი წყაროა.

PepsiCo-ს წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ კომპანიის საქმიანობა, შეამციროს პლასტმასის გამოყენება, გამჭვირვალეა.

აღსანიშნავია, რომ PepsiCo - "პეპსის", "დორიტოს" ჩიფისისა და სხვა ხემსის მწარმოებელი რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა საკვების ინდუსტრიაში. ის არც პირველია, ვისაც ნიუ-იორკის შტატმა უჩივლა. რამდენიმე კვირით ადრე იგივე ბედი გაიზიარეს Coca-Cola-მ და Nestle-მ.

ნიუ-იორკი ამტკიცებს, რომ PepsiCo-მ შტატის კანონი დაარღვია და მოსახლეობა პლასტმასის შეფუთვებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე არ გააფრთხილა. გარდა ამისა, შტატი მიიჩნევს, რომ კომპანია პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად თავისი მიღწევების შესახებ მიზანმიმართულად მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

სარჩელში წერია, რომ PepsiCo საშუალოდ 85 სხვადასხვა სასმლისა და 25 ხემსის ბრენდს აერთიანებს, რომლებიც ერთჯერადი მოხმარების პლასტმასშია შეფუთული. მას შემდეგ, რაც შტატმა მდინარე ბუფალოს სანაპიროს 13 სხვადასხვა ნაწილში ნარჩენების კვლევა აწარმოა, აღმოჩნდა, რომ მათ ყველაზე მნიშვნელოვან წილს PepsiCo-ს შეფუთვები იკავებდა. კერძოდ, იდენტიფიცირებადი ბრენდების 1916 შეფუთვიდან, 17% PepsiCo-ს წარმოებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები