მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორანი Cheeseboat-ი სულგუნის წარმოებას გეგმავს

Cheeseboat

ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორანი Cheeseboat-ი აშშ-ში სულგუნის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა, ქეთი გოჩაშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის სუპერმარკეტებში ნამდვილი ქართული სულგუნის პოვნა რთულია, რამაც მას Cheeseboat-ის ბრენდის ქვეშ მისი წარმოების დაგეგმვისკენ უბიძგა.

“ქართული ყველის წარმოება გვინდა ადგილზე. ამერიკაში სულგუნი ალბათ სადმე შეგხვდებათ, თუმცა იმ უბნებში, სადაც ჩვენი რესტორნებია და სადაც მე ვცხოვრობ, ქართულ ნამდვილ სულგუნს ვერ ნახავთ. ამიტომ ვგეგმავთ, რომ Cheeseboat-ის ბრენდის ქვეშ ადგილზე ვაწარმოოთ სულგუნი”, - აღნიშნა მან.

ქეთი გოჩაშვილის თქმით, ახლა კომპანიის გეგმებზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, მაგრამ როგორც მან აღნიშნა, იმის თქმა შეიძლება, რომ კომპანია ფილიალების გახსნაზეც მუშაობს.

“Cheeseboat-ს ახლა აქვს ყველაზე კარგი პერიოდი განვითარებისთვის. რამდენიმე მიმართულებაზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის ფილიალების გახსნა, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა”, - დასძინა მან.

ცნობისთვის, Cheeseboat-ი პირველად 2016 წელს ბრუკლინში გამოჩნდა. ის მომხმარებელს ქართულ კერძებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები