მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ-იორკში სასწრაფო დახმარების პერსონალის 30%-მდე ომიკრონითაა ინფიცირებული

61cdfa9edec77
თამთა ჯიჯავაძე
30.12.21 23:50
462
ნიუ-იორკში სასწრაფო დახმარების პერსონალის 30%-მდე ომიკრონით არის დაინფიცირებული. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერი აცხადებს, ქალაქში სასწრაფო დახმარების 4 400 თანამშრომელი ავადაა, მაშინ როდესაც სასწრაფო დახმარებაზე მოთხოვნა ომიკრონის შტამის სწრაფი გავრცელების პარალელურად იზრდება. Gothamist-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთ დღეში კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომების გამო, სასწრაფო დახმარების სამსახურში 760-ზე მეტი ზარი შევიდა.

ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას მოწუოდებს 911-ში დარეკვისგან თავი შეიკავონ, თუ საგანგაშო ვითარება არ აქვთ.

ცნობისთვის, ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, აშშ-ში მხოლოდ 29 დეკემბერს 460 000-ზე მეტი ინიფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები