მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას Siemens-ის CEO-ს ოჯახი ემსხვერპლა

ny

Siemens-ის პრეზიდენტი და დირექტორი, აგუსტინ ესკობარი, ერთ-ერთია იმ 6 ადამიანს შორის, ვინც ნიუ-იოკრში, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩავარდნას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ აგუსტინ ესკობარის მეუღლე, მათი სამი მცირეწლოვანი შვილი და პილოტი.

ვერტმფრენი 10 აპრილს, ნიუ-იორკის დროით 15:17 საათზე ჩამოვარდა. პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 4 ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს, ორი მცირეწლოვანი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში.

როგორც ცნობილია, ესკობარების ოჯახი ნიუ-იორკს ესპანეთიდან სტუმრობდა. ოჯახს ვერტმფრენით ქალაქის ღირსშესანიშნაობები უნდა დაეთვალიერებინათ.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, რომელსაც ვერტმფრენში მყოფი ექვსივე ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი New York Helicopter Charter Inc-ის საკუთრებაში იყო. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, საფრენი აპარატების მონიტორინგი ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორს ევალება, რომელიც ამჟამად მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ვერტმფრენი, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა, 2004 წელს ააშენეს - 2016 წელს მან გაიარა ფრენისუნარიანობის სერტიფიცირება, რომლის მოქმედების ვადაც 2029 წლამდეა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები