ჩრდილო ინგლისური კლუბი “ნიუკასლი” სტადიონის განახლებას გეგმავს. კერძოდ განიხილება აღმოსავლეთის მხარისა და “Gallowgate-ის” სტენდის განახლება, რაც სტადიონის ტევადობას 52 350-დან 60 ათასამდე გაზრდის. წინასწარი გათვლებით ხარჯები დაახლოებით 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph აქვეყნებს.
ვინაიდან 2028 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი გაერთიანებული სამეფო უნდა იყოს, “სენტ ჯეიმს პარკი” ერთ-ერთ მასპინძელ სტადიონად განიხილება. ამიტომაც მისი მშენებლობა არაუგვიანეს მომავალ წლისა უნდა დაიწყოს, რათა ჩემპიონატის მოახლოებისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.
მშენებლობის პერიოდში კლუბი დროებით Leazes პარკში მდებარე სტადიონზე ითამაშებს, რომელიც “სენტ ჯეიმს პარკიდან” მცირედით არის დაშორებული.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სტადიონის მშენებლობა ნავარაუდებზე ორჯერ ან სამჯერ ძვირი დაჯდება. თანაც მოსალოდნელია ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტიც, რომლებიც დიდი შემართებით იცავენ ქალაქის სიმწვანეს და მწვანე არეალს, რაც სამუშაოების ხანგრძლივობას აგრეთვე გაწელავს.