მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნობელის კომიტეტმა ლაურეატების დასახელება დაიწყო - ვინ არიან პირველი გამარჯვებულები?

ნობელი

ნობელის პრემიის ლაურეატების დასახელება დაიწყო. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო მერი ბრუნკოვს, ფრედ რამსდელს და შიმონ საკაგუჩის მიანიჭრა. მათ აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება იმუნური სისტემის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის გამო მოიპოვეს.

ცნობისთვის, ფსიქოლოგიის ან მედიცინის სფეროებისთვის ჯილდო 1901 წლიდან გაიცემა და დღემდე 115-ჯერ გაიცა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში ნობელის პრემიის ლაურეატები მიმდინარე კვირაში დასახელდებიან. ახლა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ნობელის მშვიდობის პრემიაზეა გადატანილი, რადგან მისი მიღება ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს. თუ ვინ გახდება გამარჯვებული აღნიშნულ დარგში, პარასკევს, 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ღონისძიება 10 დეკემბერს, ტრადიციულად, შვედეთში ჩატარდება. სწორედ ამ დღეს აღინიშნება შვედი ინდუსტრიალისტისა და გამომგონებლის ალფრედ ნობელის გარდაცვალების წლისთავი. ცნობისთვის, ალფრედ ნობელის სახელს დინამიტის გამოგონება უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები