ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომისტმა, პოლ კრუგმანმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის წინააღმდეგ წასვლა უდიდეს რისკს წარმოადგენს.
კრუგმანი, რომელიც City University of New York-ის პროფესორია და 2008 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო, საკუთარ ბლოგში წერს, რომ ტრამპის მცდელობა, შეასუსტოს ფედის დამოუკიდებლობა და ზეგავლენა მოახდინოს რეფინანსირების განაკვეთზე, უპრეცედენტო თავდასხმაა ამერიკის ცენტრალურ ბანკზე და ასეთი რამ მიუღებელია.
კრუგმანმა თავის წერილში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ლიდერები მონეტარულ პოლიტიკას ხშირად მოკლევადიანი სარგებლისთვის ბოროტად იყენებენ და ამით ქვეყნის გრძელვადიან მომავალს საფრთხეს უქმნიან.
ეკონომისტმა ტრამპის მიერ განაკვეთის შემცირების სურვილი „გიჟურ და უპასუხისმგებლო ნაბიჯად“ მოიხსენია და დაამატა, რომ ასეთი ზეწოლა საბოლოოდ განაკვეთებს გაზრდის და არც შეამცირებს.
„აუცილებელია FED-ის დამოუკიდებლობის დაცვა, რათა ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნეს“, — აცხადებს კრუგმანი.




























