მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში, BYD-მ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გაყიდა

BYD

ელექტრომობილების მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ჩინურმა BYD-მ ნოემბერში ავტომობილების გაყიდვის ახალი რეკორდი დაამყარა. ეს დიდწილად, ავტომობილებზე ფასების შემცირებამ განაპირობა. გასულ თვეს, ჩინურმა გიგანტმა 301,378 ელექტრომობილი და ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, რაც დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელია, რაც ოქტომბერში, მაგრამ ერთბაშად 31%-ით, ანუ მესამედით მეტია, ვიდრე შარშან.

საერთო ჯამში, 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, BYD-მ 335,655 ელექტრომობილი გაყიდა. რამდენი ელექტრომობილი გაყიდა BYD-ის მთავარმა კონკურენტმა, ამერიკულმა Tesla-მ უცნობია, რადგან ის ყოველთვიურ სტატისტიკას არ ასაჯაროებს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ივლისიდან სექტემბრამდე, Tesla-მ 435,059 ელექტრომობილი გაყიდა.

მიმდინარე წელს, ჩინური კომპანია სამი მილიონი ჰიბრუდული ავტომობილისა და ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს და ამ დრომდე, გეგმის 89% უკვე შესრულებულია. ამბიციური გეგმები აქვს Tesla-საც, რომელმაც გასულ კვირას ოთხი წლის წინ დაანონსებული ელექტროპიკაპის, Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, ამერიკულ კომპანიას წელს ელექტრომობილების გაყიდვის 1.8-მილიონიანი გეგმის შესრულებასთან დააახლოებს.

შეგახსენებთ, რომ BYD-ც და Tesla-ც საჯარო კომპანიები არიან, რომელთა აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, BYD-ის ერთი აქციის შეძენა $28-ად შეგიძლიათ, როცა Tesla-ს თითო აქცია $238-ად ივაჭრება. აქციის ფასი აისახება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაზეც, რომელიც Tesla-ს შემთხვევაში $759 მილიარდს შეადგენს, BYD-ის შემთხვევაში კი - $78 მილიარდს აღემატება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები