მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში დენის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან განხორციელდა

ელექტროენერგია

ნოემბერში რუსეთიდან 111 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. TBC Capital-ის ინფორმაციით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა აქედან მხოლოდ 30 მლნ კვტ.სთ მოიხმარა.

საქსტატის თანახმად, საქართველომ იმპორტირებულ რუსულ დენში დაახლოებით 3.3 მლნ დოლარი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ კვტ.სთ-ის საშუალო ფასი თითქმის 3 ცენტი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს რუსეთი სპეციალურ ფასად აწვდის ელექტროენერგიას, რაც ჯამური იმპორტის ფასს ამცირებს. ნოემბრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის გარდა, სხვა მეზობელი ქვეყნებიდან დენის იმპორტი არ გვქონია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2025 წლის ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით 1,200 გვტ. საათამდე გაიზარდა. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე კი ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.53 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 0.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ წელს საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. ეს ნიშნავს, რომ ესკოს გენერაციის ობიექტებიდან შესყიდული დენი გაუძვირდა. TBC Capital-ის ინფორმაციით, წელს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი წლიურად 5%-ით 6 ცენტამდეა გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები