მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 14.9%-ით გაიზარდა

61bb4775d3dcd
დავით ჯალაღონია
16.12.21 23:24
545
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში 1 მილიარდ 203.6 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით მეტია.

რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოში 12 მილიარდ 406.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია დაიხარჯა, რაც 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდს 13.4%-ით აღემატება.

მიმდინარე წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებაც გაიზარდა. კერძოდ, ნოემბერში ადგილობრივი ობიექტების გენერაციამ 1 მილიარდ 186.2 მილიონ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 37.1%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში თბოსადგურების ელექტროენერგიის წილიც გაიზარდა და ნოემბერში მათმა ჯამურმა გენერაციამ 432.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. 2020 წლის ნოემბერში თბოსადგურებმა 340.2 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები