დღეს საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი 13.4%-ით შემცირდა და მან $301.1 მილიონი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 46.5 მილიონი დოლარით ნაკლებია.
12.1%-ით შემცირდა იმპორტი, რამაც დეკემბერში $719.2 მილიონი შეადგინა. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 მილიონი დოლარით ნაკლებია.
ჯამურად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 3 მილიარდი აშშ დოლარი იყო (11.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 7.18 მილიარდი აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4.16 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატი იმპორტ/ექსპორტის დეტალურ სტატისტიკას 21 დეკემბერს გამოაქვეყნებს; ამ დროს გახდება ცნობილი თუ რა კატეგორიის საქონლის ვაჭრობის შემცირებამ განაპირობა იმპორტის და ექსპორტის კლება.




























