მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცხვრის გაყიდვა ჭირს“ - საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა

63ca82c977a55
ელენე გოგბერაშვილი
21.01.23 09:00
3132
საქართველოდან ცხვრის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 4 მლნ დოლარით ნაკლები ექსპორტი განხორციელდა. გასულ წელს ჯამში 22,1 მლნ დოლარის ცხვარი გავიდა ექსპორტზე. თუ 2021 წელს ქართული ცხვრისა და თხის მთავარი გასაღების ბაზარი საუდის არაბეთი იყო ($18,1 მლნ), 2022 წელს ექსპორტი ძირითადად აზერბაიჯანში ($12,4 მლნ) განხორციელდა.

ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტი, 2022 წელი:

აზერბაიჯანი - $12,4 მლნ
იორდანია - $1,1 მლნ
საუდის არაბეთი - $5,6 მლნ
არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1,4 მლნ
ეგვიპტე - $1,1 მლნ
კატარი - $294 ათასი

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ექსპორტის შემცირების მიზეზი, გასულ წელს ქართულ ცხვარზე დაბალი მოთხოვნა იყო. „ცხვრის გაყიდვა ჭირს“, - ამბობს bm.ge-სთან ბექა გონაშვილი.

„ცხვრის ექსპორტი შემცირებულია. შარშან ნაკლები მოთხოვნა იყო. ახლაც დაბალია. დიდი მასაა ისევ დარჩენილი გასაყიდი და ჭირს გაყიდვა“,-აცხადებს ბექა გონაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები