მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ სომხეთში საქართველოს ექსპორტი უფრო დიდია, ვიდრე მთელ ევროკავშირში

64b79d960408f
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.23 12:27
647
2023 წლის 6 თვეში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში შემცირდა. წლის პირველ ნახევარში EU-ში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა $398 მილიონი დოლარი იყო, როდესაც გასულ წელს ის $432 მილიონს აღემატებოდა. შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც მთელს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი უფრო ნაკლებია, ვიდრე მეზობელ სომხეთში, სადაც წელს $440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. სომხეთის მიმართულებით მატება 122%-ია.

რა საქონელი გაიტანა საქართველომ წელს ევროკავშირში:

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $179 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 16%;
2) მინერალური სასუქები - $27 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 84%;
3) თხილი და კაკალი - $21 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 30%;
4) სპირტიანი სასმელები - $20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 78%;
5) კომპიუტერები - $16.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,100%.

შედეგად, EU-მ საქართველოს ექსპორტში 13%-იანი წილი დაიკავა.

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებულია $3 მილიარდის ღირებულების საქონელი, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. ექსპორტის ერთი მესამედი - 990 მილიონი დოლარი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, რაც წლიურად 267%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები