მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში საქართველოს იმპორტი 40%-ით გაიზარდა და $1 მილიარდს გადააჭარბა

61b6f76891788
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.21 11:41
598
გამოქვეყნდა 2021 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან $1.01 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, ეს პანდემიის დაწყებიდან იმპორტის მაქსიმალური მოცულობაა. 2020 წელთან შედარებით იმპორტი 40.6%-ით, ანუ $293 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 

მიმდინარე წლის 11 თვეში ჯამურმა იმპორტმა $9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 24.5%-ით მეტია. 

იმპორტზე უფრო მაღალი ტემპით - 43%-ით გაიზარდა ექსპორტი, რომელმაც ნოემბერში $430 მილიონი დოლარი შეადგინა. თანხობრივად ექსპორტის ზრდა $129 მილიონს შეადგენდა. 

მთლიანობაში, მიმდინარე წლის 11 თვეში ქართული ექსპორტის მოცულობა $3.82 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 26.7%-ით არის გაზრდილი. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, რის შედეგადაც გაირკვევა, უშუალოდ რომელი დასახელების პროდუქტების იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა ნოემბრის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები