მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში საქართველოში ინფლაცია 4.8% იყო - რა გაძვირდა/გაიაფდა?

ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა ის კვლავ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს აღემატება. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი. ასევე, 8%-იან ზრდას აჩვენებს ჯანდაცვის სექტორის ჯგუფში შემავალი პროდუქციის და მომსახურების ფასები. რა გაძვირდა ყველაზე მეტად ნოემბერში და როგორია მოლოდინები ინფლაციასთან მიმართებაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები