ნოემბერში საქართველოში სასტუმროებში განთავსება გაიაფდა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის სასტუმროს ფასების ინდექსის განახლებული მიმოხილვაშია აღნიშნული.
ნოემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.9%-ით შემცირდა. თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი კლება გურიაში, თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.
წლიურად კი ინდექსი 4.2%-ით არის შემცირებული და ყველაზე დიდი კლება იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება.
მიმოხილვის მიხედვით, ოთახის საშუალო ფასი, ამ პერიოდში, 101 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობდა.
სასტუმროს ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა:
- თბილისში - 531 ლარი;
- კახეთში - 451 ლარი;
- შიდა ქართლში - 449 ლარი.
3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 7.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 3.0%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სასტუმროს ფასების ინდექსი 5.9%-ით შემცირდა.
ნოემბერში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.8%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 5.2%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 4.2%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა გურიაში, თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. 2025 წლის ნოემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 390 ლარი.
ნოემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა:
- საოჯახო ტიპის სასტუმროებში 101 ლარია;
- 3*-იანი სასტუმროებში - 144 ლარი;
- 4*-იანი სასტუმროებში - 218 ლარი;
- 5*-იანი სასტუმროებში - 390 ლარი.




























