ნოემბერში, თბილისში 3,390 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 16%-იანი კლებაა.
Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 7%-ით, 215 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
„ნოემბერში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 27%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
მათივე ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში, თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველი ბინების საშუალო შეწონილ ფასს, დედაქალაქის გარეუბნებში ამ ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 17% და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა.