მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში ვაკეში, ფალიაშვილზე ახალი საკონდიტრო საცხობი გაიხსნება

კონდიტერია

ნოემბერში ვაკეში, ფალიაშვილზე ახალი საკონდიტრო საცხობი გაიხსნება.

როგორც ობიექტის დამფუძნებელმა, მაია აქვავივამ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე სივრცეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გახსნა ნოემბერშია დაგეგმილი.

მისი ინფორმაციით, ობიექტის სრულად ასამუშავებლად, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50-60 ათას დოლარს შეადგენს.

„ვაკეში, ფალიაშვილზე ვაპირებ საცხობის გახსნას და ორიგინალური საკონდიტრო სივრცის გახსნას. მომხმარებლებს შევთავაზებ ჩემს უნიკალურ ნამცხვრებს - რეცეპტები 100%-ით ჩემია და მათ სხვაგან ვერ გასინჯავთ,“ - ამბობს მაია აქვავივა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ობიექტი დაასაქმებს დაახლოებით ხუთ ადამიანს და ძირითადად კონდიტერიაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, მენიუში ასევე წარმოდგენილი იქნება სუპები და საავტორო კერძები.

ახალი სივრცისთვის სახელი ჯერ საბოლოოდ შერჩეული არ არის, თუმცა სავარაუდოდ მას „Oda Bakery“ ან „Maya’s Bakery“ ერქმევა. ობიექტი ერთ ჯერზე, სრული დატვირთვით, 30-მდე სტუმარს მოემსახურება.

ინფორმაციისთვის, მაია აკვავივა ქართველი ემიგრანტია, რომელსაც აშშ-ში საკუთარი ქართული რესტორანი "ოდა ჰაუსი" აქვს. სივრცე, რომელიც მომხმარებელს ქართულ გასტრონომიას და ქართულ ღვინოს სთავაზობს. ამასთან, მომავალ წელს, აშშ-ში, მანჰეტენზე ქართულ - კოშერული რესტორნის გახსნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები