მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბრიდან საქართველოში სასტუმროები ვარსკვლავებით შეფასდება

5db1980deb37e
ლიკა გურაბანიძე
25.10.19 09:40
5411
Hotelstars Union-ის ვარსკვლავების სისტემით საქართველოში სასტუმროების შეფასება ნოემბრიდან დაიწყება. როგორც BM.GE-ს "სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ განუცხადა, შეფასების სისტემა ნებაყოფლობითი იქნება.

სასტუმროები, რომლებიც ვარსკვლავების სისტემით შეფასების სურვილს გამოთქვამენ, მათ ფედერაციის წევრობის მინიმუმ 100 ევრო უნდა გადაიხადონ, ამასთან შეფასებისთვის დამატებით განსაზღვრული თანხა (რაც სასტუმროს კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება). ხოლო 2 წელში ერთხელ ფედერაციის ექსპერტების მიერ შემოწმდება სასტუმროები, რომლებსაც ვარსკვლავები აქვთ მინიჭებული. 

„სასტუმროების ვარსკვლავებით შეფასების სისტემა კონკრეტული სასტუმროების ავტორიტეტს მეტად გაზრდის და ვარსკვლავების მინიჭებით სასტუმროები უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის უფრო სანდო გახდება, რადგან ისინი ევროპულ შეფასებას ენდობიან.

სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭებისას ფასის განსაზღვრა სასტუმროს დონის და მისი ადგილების მიხედვით მოხდება,“ - აღნიშნა მელაძემ.  

ქეთი მელაძის განცხადებითვე, ამჟამად ვარსკვლავებით შეფასების მიზნით ფედერაციას ისეთმა სასტუმროებმა უკვე მიმართეს როგორიც არის IOTA და MUSEUM-ი.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროებს ვარსკვლავების მინიჭების შემდეგ სპეციალური დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ. სასტუმროს ვარსკვლავები გამოჩნდება როგორც სასტუმროს სივრცეში, ასევე სხვადასხვა დაჯავშნის სისტემებში, ისეთში, როგორებიცაა Booking.com და TripAdvisor. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები