მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე შუქნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება - კახა კალაძე

კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დათქმულ ვადაში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"შესაბამისად, პირველ ეტაპზე, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება - გამწვანება, განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები და ასე შემდეგ", - ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ვიდრე არ დამთავრდება საახალწლო ღონისძიებები შუქნიშნები ჩართული არ იქნება.

„ბევრი ადამიანი ტყუილს და სიცრუეს ავრცელებდა აღნიშნულთან დაკავშირებით. კონკრეტულ ტელევიზიებს მცდელობა ჰქონდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს სამუშაოებო ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო და ჩვენ ნოემბრის ბოლომდე გადავწიეთ. დათქმულ ვადაში არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსნება, არამედ მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული - სამანქანო გზა, მიწისქვეშა გადასასვლელები, შუქნიშნები იქნება დამონტაჟებული, ტროტუარები მოწესრიგებული. ერთი რამ მინდა ვთქვა: რადგან ახალი წლის დღეები მოდის, საახალწლო სოფელი გვექნება რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემები იქნება, შუქნიშნები არ იქნება ჩართული, დროებით, ვიდრე არ დამთავრდება საახალწლო ღონისძიებები, ჩვეულებრივ იქნება გადაადგილება შესაძლებელი, რადგან შუქმნიშნების ჩართვას ორი კვირა სჭირდება, რათა მივიღოთ სწორი კალიბრაცია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, შუქმნიშნები არ იქნება ჩართული, თუმცა პროექტი დასრულებული იქნება - გამწვანება, განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები და ასე შემდეგ. ავტობუსებს ექნება შესაბამისი ზოლები, როგორც აქამდე იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მერია რესპუბლიკის მოედნის განახლებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები