მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nokia, ხარჯების შემცირების მიზნით, 14 000-მდე თანამშრომელს დაითხოვს

nokia

კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფინური გიგანტი Nokia, ხარჯების შემცირების მიზნით, 2026 წლამდე სამუშაო ადგილების რაოდენობას 14 ათასით შეამცირებს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ივლისი-სექტემბრის პერიოდში Nokia-ს გაყიდვები 20%-ით დაეცა, - ამის შესახებ BBC იტყობინება.

კომპანია გაყიდვების კლების მიზეზად ბაზარზე 5G ტექნოლოგიებზე შემცირებულ მოთხოვნას ასახელებს.

მსოფლიოს მასშტაბით Nokia-ს ამ დროისთვის 86 ათასი თანამშრომელი ჰყავს, თუმცა 2015 წლიდან დღემდე კომპანიას ათასობით კადრის შემცირება მოუწია.

ერთ დროს მობილური ტელეფონების უმსხვილესი მწარმოებელი, სენსორული სმარტფონების გამოსვლის შემდეგ, პოპულარულ ტენდენციას ვერ დაეწია. Apple-ისა და Samsung-ის ცნობილმა ტელეფონებმა კონკურენტი კომპანიის ტექნიკა მალევე ჩაანაცვლეს, რის შემდეგაც Nokia-მ ბიზნესის წილი Microsoft-ს მიყიდა და ელექტრული კავშირგაბმულობის მოწყობილობების წარმოებაზე გადაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები