მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Nokia მოწადინებულია, რომ საქართველოში 4G და 5G ქსელის განვითარებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს" - როლფ უერნერი

ნოკია

Nokia საქართველოში 4G და 5G ქსელების განვითარებისთვის ინვესტიციის გაზრდაზე ფიქრობს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი როლფ უერნერი საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა Nokia-ს რეგიონული განვითარებისთვის.

"ვფიქრობ, საქართველოში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ და კომუნალურ და, რა თქმა უნდა, ციფრულ ინფრასტრუქტურას. Nokia ძალიან მოწადინებულია, რომ საქართველოში 4G და 5G ქსელის განვითარებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს, განსაკუთრებით, მობილური ინფრასტრუქტურისთვის. ვხედავთ შესანიშნავ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ახალგაზრდა მოსახლეობაა, რომლებიც განათლებისკენ მიისწრაფვიან, გაქვთ კარგი უნივერსიტეტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მომავალი ნამდვილად საქართველოშია.

ჩვენ ციფრული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების პროვაიდერები ვართ, განსაკუთრებით მობილური ქსელებისთვის. მრავალი მომხმარებელი გვყავს აქ, საქართველოში, მობილური ოპერატორების სახით. ვემსახურებით მათ მობილური ინფრასტრუქტურის 4G, 5G და ერთ დღეს, შესაძლოა, 6G ქსელის განვითარებაში. ჩვენ არა მხოლოდ აქ ვართ, არამედ მთელ რეგიონში, ბევრ ქვეყანაში, მაგრამ საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია", - განაცხადა Nokia-ს ევროპის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები