მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნონა ქურდვანიძე საიას ორგანიზაციის თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს

სს

საიას გამგეობის გადაწყვეტილებით, ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციის თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბოლო ვადით უხელმძღვანელებს საიას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამავე სხდომაზე გამგეობამ თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე მესამე ვადით, თამარ ონიანი აირჩია.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის წევრებიდან აირჩევა. ამ რთულ პერიოდში ნონას, ჩვენს გუნდსა და ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებთ! ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატია", - წერია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები