მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგია გაზსადენების ნაციონალიზაციას გეგმავს

644f9152ea1ae
მარიამ ვარადაშვილი
01.05.23 14:35
487
ნორვეგიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ბუნებრივი აირის მაგისტრალების უმრავლესობის ნაციონალიზაციას გეგმავენ, რათა საკვანძო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე კონტროლი გაამკაცრონ. სამინისტროს განცხადებითვე, ლიცენზიის მფლობელები უკვე გააფრთხილეს, რომ სახელმწიფო აქტივებს იბრუნებს.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ნორვეგია ევროპისთვის ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდა. ქვეყანა ევროპის ნაწილს დაახლოებით 9 ათას კილომეტრიანი გაზსადენით აწვდის. გასულ წელს ნორვეგია გერმანიისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო და ქვეყნის ბუნებრივი გაზის იმპორტის 33% ნორვეგიაზე მოდიოდა. ამასთან, გასულ წელს ნორვეგიის სახელმწიფო კომპანიამ Gassco-მ დააანონსა, რომ 2023 წელს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას გაზრდიდნენ.