უკრაინაში გახანგრძლივებული ომის გამო ნორვეგია ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლას კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს და თითქმის სრულად აკრძალავს - ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
მისი განმარტებით, რუსეთის მოქალაქეები, რომელთა ნორვეგიაში ვიზიტი ტურიზმი და სხვა არასაჭირო მიზნებია, ქვეყნის საზღვარს ვეღარ გადაკვეთენ. გამონაკლისი შეეხებათ მხოლოდ იმ ტურისტებს, რომლებიც ნორვეგიაში ოფიციალურად მცხოვრებ ოჯახის წევრებს სტუმრობენ. ახალი პოლიტიკა 29 მაისიდან ამოქმედდება.
“რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესების გამკაცრება თანხვედრაშია ნორვეგიულ მიდგომასთან, გვერდში დაუდგეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული უკანონო საომარი აგრესიის დროს”, - განაცხადა ემილი ენგერმა.
ნორვეგიამ, რომელიც რუსეთთან 200 კმ-იან საზღვარს იზიარებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებზე შეზღუდვები ჯერ კიდევ 2022 წელს დააწესა.