ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის ახალი მონარქი მისი 53 წლის ვაჟი, ჰოკონი გახდა.
ახალი მეფე მამის მსგავსად ისტორიული სახელის შენარჩუნებას გეგმავს და ტახტზე ჰოკონ VIII-ის სახელით ავა, თუმცა მას სხვა სახელის არჩევის უფლებაც აქვს. ცნობისთვის, ნორვეგიის სამეფო ოჯახს გვარი არ აქვს.
ახალი მონარქი მმართველობის დასაწყისში საგანგებო სახელმწიფო საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც ის ფორმალურად გადაიბარებს მმართველობას.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამიერიდან ტახტის პირველი მემკვიდრე 22 წლის პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა გახდა. არსებული ინფორმაციით, მას აქვს ყველა შანსი, გახდეს ნორვეგიის პირველი ქალი მონარქი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მმართველი დედოფალ მარგრეტე I-ის შემდეგ.
ცნობისთვის, 1990 წელს განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით, ნორვეგიაში სამეფო ტახტის მემკვიდრეობის წესი შეიცვალა. პირველი მემკვიდრის სტატუსი უფროს შვილს, სქესის მიუხედავად, ავტომატურად ენიჭება.




























